იერუსალიმის მახლობლად 1500 წლის ეკლესია აღმოაჩინეს
იერუსალიმის მახლობლად, სოფელ აბუ-გოშთან მეცნიერებმა ეკლესია აღმოაჩინეს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 1500 წლისაა. ეკლესია იერუსალიმსა და თელ-ავივს შორის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
არქეოლოგების შეფასების მიხედვით, ეკლესია ბიზანტიის იმპერიის პერიოდს ეკუთვნის. ისრაელის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეკლესია ასევე მოგზაურების თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა, რომლებიც იერუსალიმიდან ზღვისკენ მიდიოდნენ. აბუ-გოში, სადაც ეკლესია აღმოაჩინეს, ბიბლიურ ემაუსთან არის გაიგივებული, სადაც აღმდგარი ქრისტე თავის მოსწავლეებს გამოეცხადა.