სხვადასხვა ბაზრის ხელმძღვანელობა საშეღავათო პირობებით გარემოვაჭრეების სათანადო ადგილებით დაკმაყოფილების მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისის სხვადასხვა ბაზრის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, გარკვეული დროის მანძილზე საშეღავათო პირობებით გარემოვაჭრეები სათანადო ადგილებით დააკმაყოფილოს,- ამის შესახებ “კვირას” მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ განუცხადა და დასძინა, რომ მომხმარებლის უფლებები ასე მეტად დაცული იქნება.
კოიძის განცხადებით, ვინაიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა არაა გარევაჭრობის ზედამხედველობა, ვერ ხდება უზრუნველყოფა, შესაბამის პირობებში გაიყიდოს პროდუქტი და პოტენციურად არის რისკის მატარებელი მომხარებლის ჯანმრთელობისთვის.
მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღნიშნულ პრობლემის კონტროლი ვერ ხდება. ამასთან, ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუკი რეალიზაცია მოხდება ისეთი საქონლის, რომელიც არ დააზარალებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და არ შეუქმნის მოსახლეობას პრობლემებს, ფედერაციისთვის იდეა-ფიქსი ნამდვილად არ არის გარევაჭრობის აკრძალვა. მისი მტკიცებით, პროდუქტის რეალიზება აუცილებლად უნდა ხდებოდეს შესაბამის პირობებში და არავითარ შემთხვევაში ისეთ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის.
“გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ზარალდება იმითი, რომ რისკის მატარებელ პროდუქტს იძენს, ამავე დროს მაცხოვრებლებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება წართმეული აქვთ. ნებისმიერი მეტროს ამოსასვლელებთან, დიდუბის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა არის გაჩაღებული. შეუძლებელია, ხმაურიდან გამომდინარე, ბინის განიავება, სადარბაზოებში ანტისანიტარია და ა.შ. აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს. ნებისმიერი მეტროს ამოსასვლელებთან დიდუბის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა არის გაჩაღებული”, – აღნიშნა მადონა კოიძემ.
კოიძემ აქვე დასძინა, რომ იგი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც ფედერაციის პოზიცია სრულად გაიზიარა და პირობა მისცა, რომ თუკი არსებობს რისკი, რომ გარევაჭრობის დროს რეალიზებადმა პროდუქტმა დააზიანოს მომხამრებლის ჯანმრთელობა, აუცილებლად ეს პრობლემა უნდა იყოს აღმოფხვრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები