იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს

ებრაელმა სამხედროებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, დევნილების ბანაკში პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სამხედროები ქალაქ ჯენინში ჩავიდნენ ეჭვმიტანილის დასაკავებლად. „ამ დროს სამხედროები ეჭვმიტანილს წააწყდნენ, რომელმაც მათი მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა“, – განაცხადა ისრაელის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, სამხედროები იძულებულები იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ. ახალგაზრდა პალესტინელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ისრაელის სამხედროების მხრიდან არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები