პუტინი იტალიაში აცხადებს, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს
იტალიაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მატეო რენცისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„რუსეთიც და იტალიაც მინსკში მიღწეული შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის მოთხოვნით გამოდიან. ორივე მხარე თანხმდება, რომ სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა პუტინმა. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი არ სრულდება.