ინდოეთის არმიამ მიანმარის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი „ბოევიკი“ გაანადგურა
ინდოეთის ჯარმა მეზობელი მიანმარის ტერიტორიაზე რეიდი განახორციელა, რომლის შედეგად ასზე მეტი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ამის შესახებ The Times of India იუწყება.
ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი ინდოეთის საზღვრის სიახლოვეს ნაციონალურ-სოციალისტური საბჭოს სამხედრო ბანაკები იყო.
როგორც შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში განაცხადეს, დარტყმა ძალზე მოულოდნელი აღმოჩნდა – ამბოხებულების მხრიდან არც ერთი საპასუხო გასროლა არ ყოფილა. ასზე მეტი „ბოევიკი“ იყო მოკლული, ხოლო ექვსი ტყვედ ჩავარდა. მთელი ოპერაცია 45 წუთი გაგრძელდა. გარდა ამისა, სპეცრაზმელთა მეორე ჯგუფი ასევე მიანმარის ტერიტორიაზე „ბოევიკების“ მეორე ჯგუფს დაედევნა და 15 პირი გაანადგურა. ეს რეიდები არის ინდოელ სამხედროებზე „ბოევიკების“ თავდასხმაზე პასუხი, რის შედეგად ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სპეცოპერაციის შესახებ ინდოეთის ხელისუფლებამ მიანმარის მთავრობა საქმის კურსში ჩააყენა.