ტაჯიკეთში მეხმა სამი და იმსხვერპლა
ტაჯიკეთის დედაქალაქის სიახლოვეს, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. როგორც ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტში აცხადებენ, ორი და – 28 წლის ნიგინა და 17 წლის მარხაბო საიდოვები ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო მათი მესამე და -მევლიუდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინციდენტი დუშანბედან 10 კილომეტრში, რუდაკის დასახლებასთან მოხდა. სპეციალისტების თქმით, ტაჯიკეთში მეხით ადამიანის გარდაცვალების ფაქტები საკმაოდ იშვიათია, რადგანაც მთების გამო აქ ღრუბლები საკმაოდ დიდ სიმაღლეზეა. საშუალოდ ტაჯიკეთში წელიწადში მეხით 4 – 5 ადამიანი იღუპება.