ეგვიპტეში თვითმკვლელის აფეთქებას მხოლოდ ტერორისტები ემსხვერპლნენ

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში თვითმკვლელმა ტერორისტმა საკუთარი თავი კარნაკთან აიფეთქა. Al Arabiya -ს ცნობით, აფეთქება უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან შეტაკების შემდეგ მოხდა.
ტელეარხის ინფორმაციით, სამი უცნობი პირი ტაძრის ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილით ცდილობდა შეღწევას. დაცვის თანამშრომლებმა ორი ბოროტმოქმედი მოკლეს, ხოლო მესამემ ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
ორმხრივი სროლის შედეგად დაცვის ერთი თანაშრომელი დაიჭრა. აფეთქების შედეგად მაღაზიები დაზიანდა, ხოლო ტურისტებისგან არავინ დაშავებულა.
ლუქსორი ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. კარნაკის ტაძარი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრშია და ის ტურისტებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები