კიევთან ახლოს, ნავთობის ბაზაზე მესამე დღეა ხანძარი მძვინვარებს

კიევის სიახლოვეს, ნავთობის ბაზაზე ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელია, რომ საწვავი ბოლომდე დაიწვას. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა.
„სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ხანძრის ჩაქრობის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. სიჩქარის გამო არ გვსურს ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ“, – დაწერა ავაკოვმა ფეისბუქის გვერდზე.
ხანძარი ნავთობის ბაზაზე ორშაბათს საღამოს გაჩნდა. სამშაბათს კი ცეცხლი საწვავით სავსე 17-ვე რეზერვუარს გადაედო. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან გულგრილობა შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ცისტერნების მეპატრონეები დივერსიასაც არ გამორიცხავენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები