პარლამენტში პლენარული სხდომა ვერ იწყება – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რეგისტრაციას არ გადიან

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. მიუხედავად იმისა, რომ სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იმყოფებიან რეგისტრაციას არ გადიან. რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა – თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა , 15 წუთის შემდეგ კი, სხდომათა დარბაზში მხოლოდ პარლამენტის 70 წევრი დაფიქსირდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების გადაწყვეტილების შესახებ განმარტებები დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
“თქვენ ალბათ ხედავთ, რომ უმრავლესობის დისფუნქციონირების გამო, პარლამენტი პრაქტიკურად დისფუნქციურია. მეორე კენჭისყრისას კვორუმი არ არის. ჩვენ არც პირველ და არც მეორე ჯერზე რეგისტრაცია არ გავიარეთ. ამის მიზეზია ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, კერძოდ, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მორიგი რეგისტრაცია ნახევარ საათში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები