ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა აიკრძალა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმის განხილვის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო ჩაწერა აიკრძალა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ განაცხადა. მისისვე თქმით, აღნიშნული აკრძალვა შეეხება სხდომებს, რომლებიც განაჩენის გამოტანამდე გაიმართება.
“იმის გათვალისწინებით, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა არაერთი სუბიექტური განცხადება, აგრეთვე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა რომ არ დადგეს საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ, ოქროპირიძის საქმეზე, როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, ასევე არსებითი განხილვის პროცესის დროს აუდიო-ვიდეო ჩაწერა შეიზღუდება”, – განაცხადა მოსამართლე ეკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები