სირიელმა ამბოხებულებმა სტარტეგიულად მნიშვნელოვანი ბაზის დაკავების შესახებ განაცხადეს
ამბოხებულებმა დაჯუფებიდან „სამხრეთის არმია“ სირიაში დერაას პროვინციაში მსხვილი სამხედრო ბაზის დაკავების შესახებ განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბაზა ქალაქ ხარაკთან ახლოს მდებარეობს და იქ დამასკოსკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზა გადის. გარდა ამისა, ამ სამხედრო კომპლექსის დაკავება ამბოხებულებს მეზობელ ეს-სუვეიდას პროვინციაში გზას უხსნის. სირიის უდიდესი ნაწილი დღეს სხვადასხვა ამბოხებული და რადიკალური დაჯგუფების კონტროლის ქვეშ არის. მაისის ბოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებენ. უძველესი ქალაქ პალმირას დაკავების შემდეგ ჯიჰადისტები დამასკოდან რამდენიმე საათის სავალზე იმყოფებიან.