ტერაქტის საფრთხის გამო ხარკოვში მეტროპოლიტენის ორი სადგური დახურეს
ტერაქტის საფრთხის გამო ქალაქ ხარკოვში მეტროპოლიტენის ორი სადგური – „უნივერსიტეტი“ და „გოსპრომი“ დახურეს. ასევე მილიციამ თავისუფლების მოედნის მთელი პერიმეტრი გადაკეტა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, სამართალდამცველ ორგანოებში შეტყობინება შევიდა მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ამ დროისთვის მეტროს სადგურებს და თავისუფლების მოედანს გამნაღმველები ამოწმებენ.