ბაქოში, ქორწილის დღეს პატარძალი ავარიაში დაიღუპა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ვასილია გურბანოვა დაიღუპა, რომლესაც იმავე დღეს ქორწილი ჰქონდა. როგორც 1news.az-ს ბაქოს პოლიციაში შეატყობინეს, ავტომობილი, რომელსაც 25 წლის საიდ ბიადირლი მართავდა, ამობრუნდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორმა სხეულის დაზიანება მიიღო.
როგორც ცნობილი გახდა, პატარძალი სილამაზის სალონიდან სახლში მიდიოდა, სადაც ის ბიძაშვილს მიყავდა. სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები