ერდოღანმა თურქეთის მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ახმეთ დავუთოღლუს და მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა 45 დღის განმავლობაში არ იქნება ფორმირებული, შეიძლება ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
7 ივნისს თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერდოღანმა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და ახლა ახალი, კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ამასთანავე, ოპოზიციური ძალები მმართველ პარტიასთან ნებისმიერ შეთანხმებას უარყოფენ და მთავრობაზე ერდოღანის გავლენის შემცირებისთვის ბრძოლას აპირებენ. ეს, სავარაუდოდ, კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს გაართულებს. თურქეთის დღევანდელი მთავრობა თავის მოვალეობებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებს. სავარაუდოდ, ერდოღანი მთავრობის ფორმირებას სამართლიანობის და განვითარების პარტიის ხელმძღვანელს ახმეთ დავუთოღლუს დაავალებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები