ეგვიპტეში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ტერორიზმის ბრალდებით არის დაკავებული

კაიროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Daily News Egypt იუწყება. თავისი თანამშრომლის დაკავების ფაქტს დიპლომატიური მისიაც აღიარებს, მაგრამ მის ვინაობას არ ასახელებს.
„ჩვენ ეგვიპტის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით, თვალყურს ვადევნებთ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და სასამართლო პროცესზე მომდევნო ნაბიჯებს“, – განაცხადა საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 42 წლის აჰმედ ალია, რომელიც საელჩოში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. ეგვიპტის უშიშროების სამსახური მას ტერორისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები