10 ივნისი

10:00
“თბილისი მერიოტში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის, საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
10:00
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: ბელიაშვილის 8
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სეზონური ინფექციები და საფრთხეები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
ეროვნულ ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებს შეხვდება.
11:00
“თბილისი მერიოტში” ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
E1
11:00
“თბილისი მერიოტში” ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საბავშვო ბაღებში მიღების წესები იცვლება – როგორია ახალი სტანდარტი; მიიღებენ თუ არა საბავშვო ბაღებში იმ ბავშვებს, რომელბიც 15 სექტემბრის შემდეგ არიან დაბადებულები და სკოლაში ვერ მიდიან. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
“ქორთიარდ მერიოტში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრება. საკონტაქტო პირი: სალომე სიგუა 599 30 70 47; გიორგი ქართველიშვილი 551 88 84 68
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გიორგი ოქროპირიძის საქმე, ბრალდებულის განცხადებები, სასამართლო პროცესები, შეფასებები.
11:00
NEW
საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ბრიფინგი გაიმართება. თბილისი, B კორპუსი, II სართულის ფოიე, (ბიუროს ოთახის წინ)

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველში, გიორგი ოქროპირიძის საქმე, ადეიშვილის ინტერვიუ.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რამდენიმე რეგიონის კლინიკებიც ჩაერთვნენ. მისამართი: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)
12:00
“პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოქროპირიძის საქმე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ, სააკაშვილი უკრაინაში.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოქროპირიძის საქმე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ბრიფინგს გამართავს. თემა: სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ.
13:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
13:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით.
13:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია, შშმ ბავშვთა ასოციაციას ,,ანიტა’’ ეწვევა და ბარამბოსა და ზედაზენის მიერ წარმოებულ პროდუქციას მიუტანს. მისამართი: თემქა 11მ/რ, 2 კვარტალი, საცურაო აუზის ,,დელფინი’’ შენობა.
19:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები