რუსეთთან საზღვრის მოსაწყობად ესტონეთი 26 მილიონ ევროს დახარჯავს

ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა კონკურსი რუსეთთან საზღვრის გასავლებად 760 სასაზღვრო ბოძის შეძენაზე. სადემარკაციო სამუშაოები რამდენიმე წელს გასტანს და ის 26 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. საზღვრის სიგრძე 136 კილომეტრს შეადგენს.
საზღვრის დემარკაციას ტალინი ცალმხრივად აპირებს, ვინაიდან რუსეთთან სასაზღვრო ხელშეკრულება ჯერ ძალაში არ შესულა.
ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2014 წლის 18 თებერვალს იყო ხელმოწერილი და ახლა ის რატიფიკაციის პროცესშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები