ამერიკულმა დაზვერვამ „ისლამურ სახელმწიფოზე“ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა

ამერიკულმა დაზვერვამ მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველობის სტრუქტურაზე. ამ მასალების მოპოვება სპეცოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი – იტყობინება The New York Times.

ამ მასალების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ რაკაში თავის რეგიონულ „ემირებს“ ხვდება. უსაფრთხოების მიზნით, ეს ადამიანები ძალზე სანდო მძღოლებს მოჰყავთ, გარდა ამისა, მათ მობილურ ტელეფონებს და სხვა ელექტრონულ დანადგარებს ართმევენ, რათა აშშ-ს დაზვერვის მხრიდან თვალთვალი გამორიცხონ. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფების ლიდერთა მეუღლეები ინფორმაციის გავრცელებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

The New York Times-ის ცნობით, ამ ოპერაციის დროს მიღებული ინფორმაცია უკვე დაეხმარა აშშ-ს დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერზე აბუ ჰამიდის ადგილსამყოფელის დადგენაში, სპეცსამსახურების ცნობით, ის მაისის ბოლოს სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ავიადარტყმის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები