ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის სახლს ხელყუმბარები ესროლეს

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკის სახლს ხელყუმბარები ესროლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტის დროს თავად მინისტრი სახლში არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, რადიკალთა გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლებმა განახორციელეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
პოლიცია ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები