ესტონეთის პრეზიდენტის ყოფილ მეუღლეს უმუშევრობის შემწეობას არ უხდიან
ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ხენდრიკ ილვესის ყოფილ მეუღლეს უმუშევრობის შემწეობას არ უხდიან. აღმოჩნდა, რომ კანონის მიხედვით პირველი ლედის წოდება ესტონეთში ოფიციალურ სამსახურად არ ითვლება.
შესაბამისად, ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის სოციალურ ფონდში გადასახადებს არ იხდიდა. ამის შედეგად პრეზიდენტთან გაყრის შემდეგ ეველინ ილვესი უმუშევრობის შემწეობის გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესტონეთს ოფიციალურ ღონისძიებებზე წარმოადგენდა და ყველა აუცილებელი ხარჯისთვის შესაბამის თანხებსაც იღებდა. ამის შესახებ ესტონური მედია იუწყება. ტომახ ხენდრიკ ილვესი და მისი მეუღლე 30 აპრილს ოფიციალურად გაეყარნენ. ისინი მეუღლეები 2004 წლიდან იყვნენ. ამის შემდეგ ეველინ ილვესმა ყველა შეღავათი დაკარგა, რაც ქვეყნის მეთაურის მეუღლეს ეკუთვნოდა.