“გაზპრომი“ კიევთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კიევთან კონტრაქტს „არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელებს“, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რუსეთის გაზის მონოპოლისტი უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტს 2019 წლიდან შეწყვეტს.
როგორც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, 2025 წლისთვის ევროპა ბუნებრივი აირის დეფიციტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. რამდენიმე დღის წინ კი „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ „თურქულმა ნაკადმა“ ევროპაში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული რისკები უნდა შეამციროს. აპრილის ბოლოს ევროკომისიამ „გაზპრომი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის ფასების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა, საუბარია პოლოინეთზე, უნგრეთზე და კიდე ექვს სახელმწიფოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები