საუდის არაბეთის მიერ იემენის დაბომბვის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა იემენში, საუდის არაბეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას იემენის საინფორმაციო სააგენტო Saba ავრცელებს, რომელსაც შიიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. საუდის არაბეთის ავიაციის სამიზნე, სავარაუდოდ, იემენის არმიის შტაბი იყო, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ სანას ცენტრში მდებარეობს. ამავე წყაროს მონაცემებით, დაბომბვის შედეგად 100-დე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ქალები და ბავშვები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები