უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ სროლის ხმა ისმის
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ სროლის ხმა ისმის. ყველაზე რთული მდგომარეობა დონეცკის ოლქშია.
ადგილობრივი მედიის ინფორმციით, სეპარატისტებმა ნაღმმტყორცნებით რამდენიმე სოფელი დაბომბეს.
პარალელურად, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდიან. კერძოდ, ლიდერები მოითხოვენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები კონსტიტუციაში მოხსენიებული იყოს, როგორც “განსაკუთრებული სტატუსის მქონე ცალკეული რაიონები, რომლებიც უკრაინის განუყოფელი ნაწილი არიან”.
აღნიშნული დამატება უახლოეს შეხვედრაზე განსახილველად უკვე გადაეგზავნა საკონტაქტო ჯგუფის პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე ქვეჯგუფს. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ლიდერებმა ზახარჩენკომ და პლოტნიცკიმ უფლებამოსილების ამოწურვამდე საკუთარი პოსტები უნდა შეინარჩუნონ.