სადალსკი ჯუნა დავითაშვილის გარდაცვალებაში კრიმინალს ხედავს
რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი აცხადებს, რომ ცნობილი ექსტრასენსის ჯუნა დავითაშვილის გარდაცვალება კრიმინალთან არის დაკავშირებული და ის ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა.
„ჯუნა დავითაშვილი მეუბნებოდა, რომ ვიღაცა ადამიანებს მისი უძრავი ქონების დაუფლება სურდათ. ის ამბობდა – ჩემი სახლის მითვისება უნდათ, რომელიც ახალ არბატზე მდებარეობსო“, – ამბობს სადალსკი.
სადალსკი ასევე აცხადებს, რომ ჯუნას მრავალი საიუველირო ნაკეთობა ჰქონდა.
„მან ანდერძი არ დატოვა, ერთადერთი ახლობელი მისი ძმა იყო, რომელმაც ათი წლის წინ ჯუნა გაძარცვა“, – ამბობს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი მოსკოვში 8 ივნისს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.