პაკისტანის სასამართლომ ბავშვის მკვლელს სასიკვდილო განაჩენი მეოთხედ გადაუვადა
პაკისტანის სასამართლომ მეოთხედ გადადო შაფკატ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა. ამ პიროვნებას სიკვდილით დასჯა ბავშვის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა სიკვდილით დასჯის ადგილზე ჰუსეინის მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე გადადეს, დაცვის მხარე განაჩენის შემსუბუქებას ითხოვს, ვინაიდან, ადვოკატების თქმით, შაფკატ ჰუსეინი 2004 წელს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მხოლოდ 14 წლის იყო. ისინი ასევე აცხადებენ, რომ დანაშაული მან წამების შედეგად აღიარა. გამოძიების მასალების მიხედვით კი ჰუსეინი მკვლელობის მომენტში 23 წლის იყო. პაკისტანის სასამართლომ ამ საქმის განხილვა ოთხშაბათისთვის გადადო.