ბორის ნემცოვის ქალიშვილი მუქარის გამო რუსეთიდან წავიდა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის შვილი ჟანა რუსეთიდან წავიდა. ტრაგიკულად დაღუპული პოლიტიკოსის შვილი იძულებული იყო, ამ ნაბიჯზე წასულიყო, ვინაიდან მან არაერთი მუქარა მიიღო. ამის შესახებ რუსული გამოცემა The Times იუწყება. გამოცემა ასევე წერს, რომ მასთან ინტერვიუში ჟანა ნემცოვამ მამამისის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დააკისრა. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიტიკოსს მოსკვორეცკის ხიდზე ზურგში ოთხჯერ ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები