კანადის საჰაერო ძალებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს

კანადის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ოპერაციაში „F-18“-ის ტიპის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.
ისლამისტების პოზიციები ავიაციამ ქალაქ მოსულთან და ბაიჯისთან დაბომბა. საერთაშორისო კოალიციის ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციებს გასული წლის აგვისტოდან ბომბავენ, რათა მათი შეტევა შეაჩერონ. ამჟამად ისლამისტებს ერაყის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილი, ასევე სირიის ტერიტორიის ნაწილი აქვთ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები