რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მოსკოვს სურს თბილისთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ ამას ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეოა საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, თბილისის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან დაკავშირებით „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსის გამოყენება, ასევე ქვეყნის კურსი ნატოში და ევროკავშირში მაქსიმალური ინტეგრაციისთვის არის შემაფერხებელი ფაქტორი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მოსკოვში აცხადებენ, რომ გეგმავენ თბილისთან ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის გაგრძელებას, ვინაიდან ეს „რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს არ ეწინააღმდგეება“.