კიევის სიახლოვეს, ნავთობის ბაზაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

კიევის ოლქში ნავთობის ბაზაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, მაგრამ მისი ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ცეცხლი გაუჩნდა 800 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში 62 ერთეული ტექნიკა და 300-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები