რუსეთში სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ავარია განიცადა, რასაც მსხვერპლი მოყვა

რუსეთში სტრატეგიული ბომბდამშენის „ტუ-95“-ის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თვითმფრინავის ავარია ქალაქ ბელოგორსკთან ახლოს მდებარე სამხედრო აეროდრომზე მოხდა. თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის შესრულებისას ასაფრენ ბილიკზე დაჯდომისას მის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთ ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს და აშშ-ს სამხედროების დასკვნის მიხედვით, ბოლო დროს რუსეთის სამხედრო ავიაცია და ფლოტი ამ ქვეყნების საზღვრის უშუალო სიახლოვეს ძალზე გააქტიურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები