ესპანეთში ავიადისპეტჩერები გაიფიცნენ

ეპსანეთში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 5 ათასზე მეტი ავიარეისი ჩაშლის პირას არის. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი იუწყება.
გაფიცვა, რომელიც ესპანეთის ავიადისპეტჩერების პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული, 8, 10, 12 და 14 ივნისს გაიმართება. ეს ორგანიზაცია 61 დისპეტჩერის მიმართ სანქციებს აპროტესტებს, რომლებიც 2010 წელს ბარსელონაში გაფიცვაში მონაწილეობდნენ. მაშინ გაფიცვის შედეგად ბარსელონის საჰაერო სივრცე პარალიზებული იყო, ხოლო სიტუაციის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ საჯარისო ნაწილებიც კი გამოიძახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები