უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა
შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება. მარიუპოლის მიმართულებით ბრძოლა სოფელ შიროკინოსთან მიმდინარეობდა. პრორუსი „ბოევიკები“ ნაღმმტყორცნებს და არტილერიას იყენებდნენ, ასევე მოქმედებდნენ სნაიპერები.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა პოზიციები არ შეცვლილა. დაჭრილია 10 უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერის ანდრეი ლისენკოს თქმით, ყველაზე დაძაბული მდგომარეობა დონეცკის მიმრთულებით არის შენარჩუნებული. „მოწინააღმდეგემ საცეცხლე პოზიციებზე ტანკები და ქვეითთა ჯავშანმანქანები განათავსა. ყველაზე ინტენსიურად ჩვენი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გორლოვკის სიახლოვეს გახსნეს“, – აცხადებს ლისენკო.