დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში ამერიკული რაკეტების განთავსებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთი თავის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტების განთავსებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სითან“ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდის გამო შეიძლება იყოს მიღებული. მინისტრის თქმით, ლონდონი აფიქსირებს „საგანგაშო სიგნალებს“, კერძოდ, რუსეთის გაზრდილ სამხედრო აქტივობას.
„ჯერჯერობით რუსეთის მიერ უკრაინაზე ღია თავდასხმის თვალსაჩინო ნიშანი არ არსებობს, მაგრამ კრემლი „ყველა ვარიანტს განიხილავს“, – აცხადებს ჰემონდი.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვს სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რომ ის მინსკის შეთანხმებების დარღვევას არ დაუშვებს. ამჟამად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავს საშუალო სიშორის რაკეტების განთავსების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების პლუსებს და მინუსებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ამერიკული საშუალო სიშორის რაკეტების ევროპაში დაბრუნება არ გამორიცხა. მარტინ დემპსიმ რუსეთი შესაბამისი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები