მადრიდის აეროპორტში კრიშტიანუ რონალდუს დედა დააკავეს

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელის, „რეალის“ მოთამაშის კრიშტიანუ რონალდუს დედა, მარია დოლორეს ავეირა მადრიდის აეროპორტში დააკავეს. ის კონტრაბანდული გზით დიდი ოდენობის თანხის გატანას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს. რონალდუს დედა ესპანეთიდან პორტუგალიაში მიემგზავრებოდა. სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მას 55 ათასი ევრო აღმოუჩინეს. ესპანეთის კანონების მიხედვით, ქვეყნიდან 10 ათასი ევროს გატანა შეიძლება. ამიტომ ქალბატონს 45 ათასი ჩამოართვეს, რის შემდეგ გაუშვეს. იმისთვის, რომ ფული დაიბრუნოს, დოლორესმა ესპანეთის პოლიციას მათი წარმომავლობის კანონიერება უნდა დაუმტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები