დიდი ბრიტანეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ერაყში 125 ინსტრუქტორს გააგზავნის

დიდი ბრიტანეთი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ საბრძოლველად 125 სამხედრო ინსტრუქტორს გააგზავნის. ამის შემდეგ ბრიტანელი სამხედროების რაოდენობა ამ სახელმწიფოში 275 იქნება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი აცხადებს, დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება ერაყის ხელისუფლების თხოვნის შემდეგ იყო მიღებული. ყველაზე მეტი – 100 ინსტრუქტორი ერაყელ ჯარისკაცებს ნაღმების გაუვნებელყოფაში მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები