მანჩესტერში მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბლინებს ამზადებენ

  ერთი პორცია ბლინის ფასი 800 ფუნტი სტერლინგია (974 ევრო). ამ უნიკალურ ბლინებს ვარდის შამპანურით, ლობსტერებით, ტრიუფელებით ან ხიზილალით სასტუმრო “Radisson Blu Edwardian Hotel”-ში მდებარე რესტორანში დააგემოვნებთ. ბლინების ფასი არცთუ ისე ხელმისაწვდომია. ამ ძვირად ღირებული ბლინების მომზადებას შეფპოვარი მეთიუ დოუნსა 20 წუთს ანდომებს. შეფპოვარის განმარტებით, ბლინების მაღალ ფასს მისი ინგრედიენტები განაპირობებს. მაგალითად, მხოლოდ ვარდის შამპანურის ფასი 115 ფუნტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები