დევიდ კემერონი ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრე მინისტრებს გადააყენებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრებმა, რომლებიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარს უჭერენ, მინისტრთა კაბინეტი უნდა დატოვონ. ამის შესახებ, „ტელეგრაფის“ ცნობით, კემერონმა გერმანიაში, „დიდ შვიდეულის“ შეხვედრაზე განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, დევიდ კემერონი გეგმავს შრომის მინისტრის იენ დუნკან სმიტის, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ფილიპ ჰამონდის და იუსტიციის უწყების ხელმძღვანელის მაიკლ გოუვის გადაყენებას. „მე მათ პირდაპირ ვუთხარი, თუ თქვენ გსურთ მთავრობის წევრები იყოთ, უნდა ითანამშრომლოთ ბრიუსელთან, გამართოთ მოლაპარაკებები და ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ხელი შეუწყოთ “, – განაცხადა კემერონმა.
27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ ევროკავშირში წევრობის საკითხზე დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 2017 წლის ბოლომდე გაიმართება. რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის და დევიდ კემერონის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები