აშშ-ს ყველაზე დაცული ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა

აშშ-ს ქალაქ დანემორიდან, რომელიც კანადის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, ორი განსაკუთრებით საშიში პატიმარი გაიქცა. ესენი არიან: 48 წლის რიჩარდ მეტი, რომელსაც 3 მკვლელობისთვის 25 წელი ჰქონდა მისჯილი და 34 წლის დევიდ სვეტი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
„როიტერის“ ინფორმაციით, გაქცევა კარგად იყო დაგეგმილი. პატიმრებმა, რომლებიც მეზობელ კამერებში იმყოფებოდნენ, კედელი გახვრიტეს და ასე გაიქცნენ. ამისთვის მათ რკინის მილის გახვრეტაც კი დასჭირდათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მიიღეს მათ ამისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. ქალაქ დანემორის ციხიდან, რომელიც ქვეყნის ყველაზე დაცულ საპატიმროდ ითვლება, 150 წლის მანძილზე პატიმრები პირველად გაიქცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები