სააკაშვილი – ქართველმა კანონიერმა ქურდებმა ოდესაში გარჩევა მომიწყვეს

ოდესაში ქართველმა კანონიერმა ქურდებმა „რაზბორლა“ მომიწყვეს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის „მე-5 არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე რაღაცა „დეჟა ვუს“ განვიცდი. ასეთი რაღაცები 2003 წელს საქართველოში უკვე გავიარე. ვიღაცა ადგილობრივმა ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ მე ოდესაში ნამდვილი „რაზბორკა“ მომიწყეს. როგორც მივხვდი, ასეთი რამე აქ რეგულარულად ხდება. საქართველოში ჩვენ ეს 2003 წელს გავიარეთ. მე კი ვგრძნობ, რომ მეორე სუნთქვა გამეხსნა. ასე რომ პრობლემები ძალიან მსგავსია“, – განაცხადა სააკაშვილმა. ოდესის გუბერნატორი ასევე ამბობს, რომ ოდესა ძალიან ჰგავს თბილისს, ვინაიდან ორივე ქალაქი გრაფმა ვორონცოვმა ააშენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები