სააკაშვილმა ოდესის ბაზარში რეიდი მოაწყო

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ ბაზარში რეიდი მოაწყო, ამის შესახებ გამოცემა glavnoe.ua ინტერნეტმომხმარებლებზე დაყრდნობით იუწყება.
სააკაშვილმა „პრივოზში“ მყოფ სამართალდამცველებს შესაბამისი განკარგულებაც მისცა. „სიგარეტის კონტრაბანდისტებმა და ვალუტის ხელზე გადამცვლელებმა შეგვატყობინეს, რომ სააკაშვილი ბაზარს დილით ადრე დაატყდა თავს. მან ბაზარი მოიარა და შემდეგ მილიციელებს განკარგულება მისცა, რომ ებრძოლონ კონტარბანდული საქონლის გამყიდველებს და ვალუტის გადამცვლელებს. ყველა გადარეულია“, – იტყობინება glavnoe.ua.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები