ბრაზილიაში ავიაკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტეში მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის დაცემის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მანამდე შეძლეს, ვიდრე ის გვერდით შენობებს არ გადაედო. თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.