ერდოღანის პარტიამ თურქეთის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღალის „თავისუფლების და სამართლიანობის“ პარტიამ 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ახლა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება მოუწევს.
მმართველმა პარტიამ არჩევნებზე 41% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად 13 წლის განმავლობაში ის მეჯლისში უმრავლესობის გარეშე დარჩება. აღსანიშნავია ასევე, რომ ქურთების ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ პირველად გადალახა 10-პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. მისმა ლიდერმა სელახატინ დემირთაშმა უკვე განაცხადა, რომ ერდოღანის პარტიასთან ის არანაირ კოალიციაში არ შევა, ხოლო არჩევნების შედეგმა „თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევის და დიქტატურის შემოღების გეგმებს წერტილი დაუსვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები