აზოვის ზღვაში უკრაინული კატარღა ნაღმზე აფეთქდა

უკრაინელი მესაზღვრეების კატარღა აზოვის ზღვაში, მარიუპოლის სიახლოვეს თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი იტყობინება. აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმემ ჭრილობა მიიღო.
როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, ბომბი პრორუს სეპარატისტებს ეკუთვნოდათ და ის კატარღის მიახლოების შემდეგ ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ აზოვის ზღვაზე გასასვლელ უმსხვილეს ქალაქ მარიუპოლს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, მაშინ, როდესაც ქალაქი ნოვოაზოვსკი, რომელიც ასევე აზოვის ზღვაზე გადის, პრორუსი „ბოევიკების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები