გერმანიაში “დიდი შვიდეულის” სამიტი იმართება

გერმანიაში, ბავარიაში G7-ის სამიტი იმართება, რომელიც ბავარიის ალპებში, მიუნხენის სამხრეთით მდებარეობს. შეხვედრაზე ისაუბრებენ კლიმატზე, ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე.
დიდი შვიდეულის სამიტზე მოწვეულები არიან ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ობამა და ოლანდი, დიდი ბრიტანეთის, იტალიის კანადისა და იაპონიის პრემიერები.ევროკომისიის წარმომადგენელი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროსაბჭოს წევრი დონალდ ტუსკი ევროკავშირის სახელით ისაუბრებენ.
დამკვირვებელთა აზრით, დღის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნება. მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეებმა ამ თემის გამო დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ კრემლზე, – წერენ “ევროპეისკაია პრავდა”-ში.
სამიტის განმავლობაში ბავარიაში მობილიზირებულია დაახლოებით 20 ათასი პოლიციელი, ჰაერიდან უსაფრთხოებას 30 ვერტმფრენი იცავს.
ქალაქ გარმიშ-პართენკირჰენში, სადაც „დიდი შვიდეულის“ უამრავი მოწინააღმდეგე შიკრიბა. მოქალაქე აქტივიტებს ანარქისტებს ანტიგლობალისტებს მსვლელობით სურდათ შეეღწიათ ელმაუს ტერიტორიაზე, მაგრამ სამართალდამცავებმა ისინი შეაჩერეს.
შეგახსენებთ რომ, გერმანიის ქალაქ გარმიშ-პართენკირჰენში “დიდი შვიდეულის” სამიტი ორი დღე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები