ირანმა სირიაში 15 ათასი მებრძოლი გააგზავნა

ირანის ხელისუფლებამ სირიაში 15 ათასი მებრძოლის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ისინი სირიის სამთავრობო ძალებს უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ ლიბანური გაზეთი The Daily Star-ი იტყობინება. საუბარია ირანელ, ერაყელ და ავღანელ მებრძოლებზე.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქვედანაყოფები სირიაში უკვე ჩავიდნენ და დამასკოსა და ლატაკიის მიდამოებში განთავსდნენ. იგეგმება სირიაში გაგზავნილი მებრძოლების მონაწილეობა იდლიბის პროვინციის რამდენიმე რაიონზე კონტროლის აღდგენის ოპერაციებში, რომლებიც მანამდე ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დაიკავეს.
გაზეთის ინფორმაციით, ირანელი მებრძოლების წინაშე დგას ამოცანა, რომ ივნისის ბოლომდე მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები