იანძიზე ჩაძირულ ხომალდზე მყოფი 396 ადამიანი ოფიციალურად დაღუპულად ცნეს

ჩინეთში, მდინარე იანძიზე ჩაძირული ხომალდის 396 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ოფიციალურად დაღუპულად ცნეს. ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 46 ადამიანი ითვლება. მაშველებმა მხოლოდ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
წინა დღეს მაშველებმა ჩაძირული გემი ამოაბრუნეს, რამაც სამძებრო სამუშაოების ჩატარება გაამარტივა. სამგზავრო გემი „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ მდინარე იანძიზე 1-ელ ივნისს ჩაიძირა. მის ბორტზე, ძირითადად, ხანში შესული ადამიანები იმყოფებოდნენ, რომელთა ასაკი 50-დან 80 წლამდე მერყეობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხომალდი ძლიერ ქარსა და შტორმში მოყვა, რომელმაც ის ამოაბრუნა, რის შედეგად გემი ორ წუთში ჩაიძირა. კატასტროფის მომენტში მგზავრთა უმეტესობას ეძინა. ჩინეთის ხელისუფლება კატასტროფის დეტალურ გამოძიებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები