ეგვიპტის სასამართლომ „ხამასი“ ტერორისტული მოძრაობების სიიდან ამოიღო

 

ეგვიპტეს სასამართლომ ბათილად ცნო მანამდე მიღებული გადაწყვეტილება პალესტინური მოძრაობა „ხამასის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კაიროს სასამართლომ „ხამასი“ ტერორისტულ დაჯგუფებად 28 თებერვალს გამოაცხადა. 11 მარტს ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის მთავრობამ გააპროტესტა. „ხამასი“, რომელიც ამჟამად ღაზის სექტორს აკონტროლებს, ეგვიპტურ ორგანიზაცია „ძმებ მუსულმანებთან“ მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს მოძრაობაც ეგვიპტეში მანამდე ტერორისტულად იყო გამოცხადებული. „ძმები მუსულმანების“ აქტივისტები, 2013 წელს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან მოჰამედ მურსის ჩამოშორების შემდეგ, ეგვიპტეში იდევნებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები