2 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში პროქურთული ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის მიტინგზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაიჭრა, აქედან 25 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ერთი ბომბი დენის ტრანსპორმატორზე იყო დამაგრებული, ხოლო მეორე – ურნაში იყო დამალული.

პარტიის ხელმძღვანელობამ ამ ტერაქტს პროვოკაცია უწოდა და მომხრეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა მუჰამედ ანკარმა ამ ფაქტს გარე ძალების პროვოკაცია უწოდა, რომლის მიზანი 7 ივნისისთვის თურქეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩვენების ჩაშლაა.

„ამ პროვოკაციის მიზანია თურქების და ქურთების შეჯახება და თურქეთში ქაოსის მოწყობა. ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, მაგრამ ისინი კანონს არ სცდება“, – განაცხადა ანკარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები