კიევში ლგბტ აქციის მონაწილეებს საკვამლე ხელყუმბარები ესროლეს (ფოტოკოლაჟი)
კიევში სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებსა და აქციის მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკება მოხდა. ლგბტ აქციაში 300-დე ადამიანი მონაწილეობდა და მათ 1200 – ზე მეტი მილიციელი იცავდა.
სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყველაფერი იღონეს, რომ აქციის მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდგეებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო, სპეცრაზმელებმა სპეციალური გამყოფი ჯაჭვიც კი გააკეთეს, თუმცა უმცირესობების დამცველებს საკვამლე ხელყუმბარები მაინც ესროლეს. ერთი პოლიციელი დაშავდა, მან კისერში ჭრილობა მიიღო.