საუდის არაბეთმა იემენელი ამბოხებულების მიერ გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო
საუდის არაბეთმა იემენელი ამბოხებულების მიერ გაშვებული Scud-ის ტიპის რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა ხამის-ალ-მუშაიტეს მიმართულებით გაუშვეს, მაგრამ ქვეყნის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ის Patriot-ის ტიპის რაკეტის მეშვეობით ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის მარტიდან იემენში სამხედრო ოპერაციას ატარებს. გაეროს მონაცემებით, იემენში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ 1,6 ათასი ადამიანი დაიღუპა და 6 ათასზე მეტი დაიჭრა.